თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის ამ ეტაპზე არ არის საჭირო დედაქალაქის მეტროსადგურის “ვარკეთილის“ დახურვა. მანამდე განიხილებოდა მისი მუშაობის 2 თვემდე ვადით შეჩერების შესაძლებლობა. ჯერჯერობით აღდგენითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, მათი დასრულება 2024 წელს არის მოსალოდნელი.აღინიშნება, რომ სადგურის დახურვა შესაძლოა, საჭირო გახდეს სადგურის ჭერის შესაკეთებლად: გეგმავენ წინა რეკონსტრუქციის შემდეგ ჩამონგრეული აზბესტის ჩანაცვლებას მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალებით.სადგურის შიდა ინფრასტრუქტურისა და ინტერიერის აღდგენის...
ამბროლაურში იგეგმება ფართომასშტაბიანი ველომარათონი მოყვარულთა და პროფესიონალთათვის. მოვლენა გაიმართება 5 აგვისტოს, როდესაც რაჭა გახსნის საფესტივალო სივრცეს გასართობებითა და კერძებით, ხოლო მარათონში მონაწილეობის მსურველები გამოვლენ არჩეულ 60, 20 ან 10 კმ-ის დისტანციაზე.ორგანიზატორები ჰპირდებიან ყველანაირ გასართობს ყველა ასაკის სტუმრებისთვის. მონაწილეები შეძლებენ ამბროლაურის ულამაზესი ხედებით დატკბობასა და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარებას, და ასევე ახალ ადამიანებთან გაცნობას.
ამ შაბათ-კვირას, 15 და 16 ივლისს, სოფელ სვერის სათავგადასავლო ბანაკში გაიმართება კლდეზე ცოცვის ფესტივალი კემპინგით, კოცონთან მუსიკით, პიკნიკებითა და თამაშებით. მონაწილეობენ როგორც პროფესიონალები, ისე მოყვარულებიც, თუმცა აუცილებელი პირობაა 14 წელზე მეტი ასაკი, სრული ეკიპირება და სადაზღვევო მოწყობილობით ცოცვის გამოცდილება.ღონისძიების მონაწილეთა რეგისტრაცია კვირის შუა რიცხვებში დასრულდა. შეჯიბრების დღეს ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება უფასო ხილით, ტკბილეულით, წყლითა და ენერგეტიკული სასმელებით. ყველა სტუმრისთვის ბანაკის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება საჭმელი და სასმელი.
1 მაისიდან საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების 3,6 ათასი ტონა ატამი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 16%-ით ანუ 510 ტონით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება – 13%-ით ანუ 460 ათასი დოლარით.ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ფერმერების დასახმარებლად, რომელთა შორისაა “შეღავათიანი აგროკრედიტი”. ასევე პროგრამის “დარგე მომავალი” ფარგლებში, დაახლოებით 17,6 ათას ჰექტარ ფართობზე მრავალწლიანი ბაღების შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 133 მილიონ...
ყოველწლიურად 15 ივლისს აღინიშნება ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე – ის გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. დღესასწაული მიზნად ისახავს, შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს განვითარებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში.
ახალგაზრდობა არის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდი: ამ ეტაპზე ადამიანი წყვეტს, რითი უნდა, რომ დაკავდეს, და რა მიმართულებით იმოძრაოს. ასეთ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლება: ის გვეხმარება, მივიღოთ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო და მიავღწიოთ დასახულ მიზნებს.
საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა აბარებს ადგილობრივ...
ამ წელს Mtatsminda Park Beer Festival 22 და 23 ივლისს გაიმართება. თბილისის მთაწმინდის პარკი იწვევს ყველას ლუდის კაშკაშა ფესტივალზე, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ ქაფიანი სასმელის მრავალფეროვნებას, არამედ დატვირთულ პროგრამას მუსიკით, გემრიელი კერძებითა და შესანიშნავი განწყობით.ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს კულტურის ცენტრისა და მთაწმინდის პარკის მიერ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ყველა სტუმრისთვის შესვლა თავისუფალია.
ქართველი მეღვინეები ეუფლებიან სასმელის დაყოვნების ახალ ხერხს: თიხის ამფორებში ზღვის ფსკერზე. წყალქვეშა მეღვინეობა უზრუნველყოფს პროდუქტს საუკეთესო პირობებს – სიბნელეს, სიჩუმესა და დაბალ ტემპერატურას. პროექტი ითვალისწინებს შემდგომ წარმოებას, ასევე ღვინის წყალქვეშა მუზეუმისა და პარკის გახსნას.აღინიშნება, რომ ღვინის წარმოების მსგავსი მეთოდები გამოიყენება რიგ ქვეყანაში, თუმცა ამისთვის მხოლოდ საქართველოში იყენებენ თიხის ამფორებსა და არა ჩვეულებრივ ბოთლებს. დღეს პროექტი იზიდავს ინვესტორებს, ხოლო ღვინის მცოდნეებში პროდუქცია მოთხოვნადია.
“ამღერებული მუზეუმის” პროექტის ფარგლებში ოქტომბრის ბოლომდე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მუსიკალური კონცერტები და ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები. ღონისძიებაზე გამოვლენ ანსამბლები “დიდგორი”, “ლალხორი”, “ფერხისა”, “მარგალიტი”, ძმები ბიძინაშვილები და სხვა მუსიკოსები.პირველი კონცერტი გაიმართა კვირას, ის მიეძღვნა სამეგრელოს რეგიონს.
ასეთი ღონისძიებების ჩასატარებლად ეთნოგრაფიული მუზეუმი შემთხვევით არ იყო არჩეული. მასში წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონი სახასიათო ეზოებისა და სახლების...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 2 346 ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 766 ტონით ანუ 304,5%-ით მეტია. ამასთანავე, გატანილი მოცვის ღირებულება, დაახლოებით, 10,7 მილიონი დოლარით (3,9-ჯერ) გაიზარდა და 14,4 მილიონი დოლარი შეადგინა.ყველაზე მეტი კენკრა ექსპორტირებული იქნა რუსეთში (2,2 ათასი ტონა), პოლონეთში (37 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (33,3 ტონა), ნიდერლანდებში (24,5 ტონა), სომხეთში (15,5 ტონა), გერმანიაში (11,1 ტონა), კატარში (4,3 ტონა), ქუვეითში (4,3 ტონა), საუდის არაბეთსა (3,2 ტონა)...