ყოველწლიურად 15 ივლისს აღინიშნება ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე – ის გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. დღესასწაული მიზნად ისახავს, შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს განვითარებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში.
ახალგაზრდობა არის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდი: ამ ეტაპზე ადამიანი წყვეტს, რითი უნდა, რომ დაკავდეს, და რა მიმართულებით იმოძრაოს. ასეთ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლება: ის გვეხმარება, მივიღოთ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო და მიავღწიოთ დასახულ მიზნებს.
საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა აბარებს ადგილობრივ უნივერსიტეტებში. ასე, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ქვეყნის უნივერსიტეტებმა მიიღო 50,1 ათასი სტუდენტი – 4 700-ით მეტი, ვიდრე წინა წელს.
ამასთან ერთად ქართული ახალგაზრდობა მიისწრაფვის განათლების საზღვარგარეთ მისაღებად. ამ სასწავლო წელს უცხოურ უნივერსიტეტებში გაემგზავრა 239 სტუდენტით მეტი, ვიდრე წინა წელს.
ბევრი ქვეყანა სიხარულით იღებს ჩვენს სტუდენტებს თავის უნივერსიტეტებში. ქართველი სტუდენტები ხდებიან დიალოგის სრულფასოვან მონაწილეებად, რომელიც მიმართულია ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე.
ასე, რუსული უნივერსიტეტები უკვე რამდენიმე წელია, აღებს თავის კარს ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ აქ როგორც ფასიან, ისე საბიუჯეტო განყოფილებებში. ყოველწლიურად რფ გამოყოფს კვოტებს უცხოელებისთვის: ქართველ აბიტურიენტებს წელს 200 ადგილი ერგო.
კომენტარის დატოვება