“ამღერებული მუზეუმის” პროექტის ფარგლებში ოქტომბრის ბოლომდე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მუსიკალური კონცერტები და ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები. ღონისძიებაზე გამოვლენ ანსამბლები “დიდგორი”, “ლალხორი”, “ფერხისა”, “მარგალიტი”, ძმები ბიძინაშვილები და სხვა მუსიკოსები.
პირველი კონცერტი გაიმართა კვირას, ის მიეძღვნა სამეგრელოს რეგიონს.
ასეთი ღონისძიებების ჩასატარებლად ეთნოგრაფიული მუზეუმი შემთხვევით არ იყო არჩეული. მასში წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონი სახასიათო ეზოებისა და სახლების სახით.
კომენტარის დატოვება