1 მაისიდან საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3,9 მილიონი დოლარის ღირებულების 3,6 ათასი ტონა ატამი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 16%-ით ანუ 510 ტონით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ღირებულება – 13%-ით ანუ 460 ათასი დოლარით.
ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ფერმერების დასახმარებლად, რომელთა შორისაა “შეღავათიანი აგროკრედიტი”. ასევე პროგრამის “დარგე მომავალი” ფარგლებში, დაახლოებით 17,6 ათას ჰექტარ ფართობზე მრავალწლიანი ბაღების შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 133 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
კომენტარის დატოვება