ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

ქართული მოცვის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა

14 ივლისი, 2023

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 2 346 ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 766 ტონით ანუ 304,5%-ით მეტია. ამასთანავე, გატანილი მოცვის ღირებულება, დაახლოებით, 10,7 მილიონი დოლარით (3,9-ჯერ) გაიზარდა და 14,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი კენკრა ექსპორტირებული იქნა რუსეთში (2,2 ათასი ტონა), პოლონეთში (37 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (33,3 ტონა), ნიდერლანდებში (24,5 ტონა), სომხეთში (15,5 ტონა), გერმანიაში (11,1 ტონა), კატარში (4,3 ტონა), ქუვეითში (4,3 ტონა), საუდის არაბეთსა (3,2 ტონა) და ბაჰრეინში (2,7 ტონა).

საქართველოში მოცვი მოჰყავთ იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის რეგიონების პლანტაციებზე, სადაც ფერმერები დახმარებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.