USD | 2.81 | 0.00% |
EUR | 2.93 | 0.00% |
ევროპის კავშირი, რომელიც ბოლო დრომდე პოლიტიკური წინააღმდეგობებით იყოსავსე, რუსეთთან ბრძოლაში საოცარ ერთსულოვნებასა და შემჭიდროებულობასდემონსტრირებს. ერთიანობის, ერთი შეხედვით, დიდი ხნის დავიწყებული იდეის აღორძინება ევროპის კავშირის სოციალური და პოლიტიკური დღის წესრიგში რადიკალურ მემარჯვენეთა პოზიციების მნიშვნელოვან გაძლიერებას დაემთხვა. როგორც ჩანს, კოლექტიური „აღმოსავლეთისკენ ლაშქრობის“ პერსპექტივა კვლავ აფორიაქებს ევროპელი პოლიტიკოსების გონებას და მათთვის დიპლომატიის ყველაზე საიმედო გზად წარმოდგება.
დავიწყებული მადლიერება
არც ისე დიდი ხნის წინ დასავლეთი მადლობას უხდიდა რუსეთს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილისთვის. 2010 წელს გამარჯვების 65 წლისთავზე მოსკოვს 23 უცხოელი ლიდერი ეწვია, მათ შორის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, გერმანიის, ჩეხეთის, ესტონეთის მეთაურები, ხოლო თავად აღლუმში მონაწილეობა ბრიტანელმა, ამერიკელმა, ფრანგმა და პოლონელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.
კამათისა და უთანხმოების მიუხედავად, ფაშიზმზე ერთობლივი გამარჯვების გამოცდილება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ერთ-ერთი იმ რამდენიმე შემკვრელი ელემენტის როლს თამაშობდა.
მიუხედავად ამისა, 2015 წელს, ყირიმის რუსეთთან შეერთების ერთი წლის შემდეგ, დასავლელი ლიდერების უმეტესობამ უგულებელყო მოსკოვში დღესასწაულებზე მიწვევები უკვე პოლიტიკური მიზეზების გამო, რის დელიკატურად „შენიღბვას“ მაღალი დატვირთულობითა და სასწრაფო საქმეებით ცდილობდნენ. ახლა კი თავისი პროპაგანდით დასავლეთი ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო იმაში, რომ საბჭოთა კავშირი გამარჯვებული სახელმწიფო კი არა, ნაცისტური გერმანიის ხელისშემწყობია.
დასახულმა განხეთქილებამ ხელი შეუწყო ევროპულ ნეოფაშიზმს, რომელიც პოლიტიკური მიწისქვეშეთიდან გამოსვლას ცდილობდა. ამის გაკეთება საკმაოდ სწრაფად მოხერხდა. რამდენიმე წელიწადში მან არა მხოლოდ თავი ასწია, არამედ თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა და ლეგალური და აღიარებული იდეოლოგიის კატეგორიაში გადავიდა (თანამედროვე ევროპას სხვა უბრალოდ არ აქვს).
ბოლო წლების განმავლობაში გერმანიაში სულ უფრო ხშირად დაიწყეს ქუჩების, სკოლებისა და საავადმყოფოების იმ ადამიანების საპატივცემულოდ დარქმევა, რომლებიც მხარს უჭერდნენ და აფინანსებდნენ მესამე რაიხს. მაგალითად, ჰამბურგში კურტ კერბერის სახელი ქუჩამ და სკოლა მიიღო. კურტ კერბერი ცნობილია, როგორც დრეზდენის უნივერსიტეტის ტექნიკური დირექტორი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, დაახლოებით, 3 ათასი იძულებით სამუშაოებზე გაგზავნილი პატიმრის მომსახურეობით სარგებლობდა. 2015 წელს გერმანიის ქალაქ კობურგის ერთ-ერთ ქუჩას ნაცისტური ომის დამნაშავის მაქს ბროზის საპატივცემულოდ დაარქვეს, ხოლო ალფრიდ კრუპი, რომელმაც თავისი ქონება მონების შრომით მოიპოვა, დღეს გერმანიაში გამოჩენილ ფილანტროპად და ქველმოქმედად ითვლება.
ფაშიზმი, ამ სიტყვის სრული გაგებით, დასავლური კულტურისკენ კუთვნილების ნიშნად ხდება. პირველი მერცხალი ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდა, რომლებიც საბჭოთა წარსულისგან თავის დაღწევის მცდელობისას არ უგულებელყოფდნენ ვეტერანთა სასამართლო დევნას. 2000 წელს ლატვიაში პარტიზანების მეთაურს ვასილი კონონოვს, რომლის რაზმი ნაცისტების ხელისშემწყობების განადგურებით იყო დაკავებული, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს საქმე ერთადერთი არ ყოფილა. „ლატვიელი ხალხის გენოციდის“ ბრალდება ყოფილ სამართალდამცავებსა და ომის მონაწილეებს წაუყენეს. არც ლატვიის მეზობლები ჩამორჩნენ. ასე, ესტონეთში მსჯავრი ქვეყანაში საბჭოთა კავშირის ერთადერთ გმირს 88 წლის არნოლდ მერის დასდეს. პროცესი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.
ანალოგიურად უკრაინელებმაც, რომელთა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას სიცოცხლე წითელი არმიის რიგებში შესწირეს, თავიანთ ახალ კერპებად ნაცისტური გერმანიის ხელისშემწყობები – რომან შუხევიჩი და სტეპან ბანდერა – აქციეს. მათი ხელმძღვანელობით უკრაინის ტერიტორიაზე ნაციონალისტები პოლონელების, რუსებისა და ებრაელების ეთნიკურ წმენდას ატარებდნენ და “სს”-ს ნაწილებთან ერთად მშვიდობიან სოფლებში ანტიპარტიზანულ ოპერაციებს აწყობდნენ. ახლა ისინი ქვეყნის გმირებად და განმათავისუფლებლებად არიან აღიარებულნი: მათ პატივსაცემად ჰიმნებსა და სიმღერებს თხზავენ, მათი პორტრეტებით ათასობით ჩირაღდნიან მსვლელობას ატარებენ. ამავდროულად, უკრაინის ნამდვილი განმათავისუფლებლები მივიწყებულნი არიან. დიდი სამამულო ომის გმირების საჯაროდ პატივისცემა უბრალოდ სახიფათოა. 9 მაისის არც ერთი ზეიმობა არ გადის კონფლიქტების, მასობრივი ჩხუბისა და ომის ვეტერანებზე, რომლებსაც ქვეყანაში ღიად თვლიან „საცემ მოხუცებად“, განსაკუთრებით გულმოდგინე რადიკალების თავდასხმის გარეშე.
თანამედროვე უკრაინა ისევე, როგორც გერმანია 1933 წელს ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, არ არის ფაშისტური იდეოლოგიის თავმოყრის ცენტრი, არამედ მხოლოდ იღებს და ახლებურად იაზრებს ევროპელი და ოკეანისიქითა პარტნიორების გამოცდილებას.
თავის მემუარებში ჰიტლერმა, რომელიც რასობრივი სიწმინდისთვის ბრძოლას ფრიად მნიშვნელოვან საკითხად თვლიდა, ცალკე ხაზი გაუსვა ამ საკითხში აშშ-ს მოწინავე პრაქტიკას. XX საუკუნის დასაწყისში მოქალაქეობის მიცემის საკითხში ამერიკელები რასისტული პოლიტიკის შემუშავებაში ლიდერებად ითვლებოდნენ. ქვეყნის კანონმდებლობა შეიცავდა პირდაპირ აკრძალვას ჩინეთიდან ემიგრანტების შემოსვლაზე და ასევე აწესებდა სერიოზულ შეზღუდვებს სამხრეთი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან გადასახლებულებისთვის. მაგრამ ამერიკის კანონები პრივილეგიებს ანიჭებდა “ნორდიული რასის” მიგრანტებს ევროპის ჩრდილოეთი და დასავლეთი რაიონებიდან. ასეთ ზომებს რასებსშორისი ქორწინებების აკრძალვასთან და მკვიდრნი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვასთან ერთად ჰიტლერი „გონივრული საშინაო პოლიტიკისა და საღი აზრის აღდგენის მცდელობის“ მაგალითად აღიარებდა.
თუმცა სიმპათიები ორმხრივი იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ფინანსური და პოლიტიკური წრეები გერმანიასთან თანამშრომლობას ცდილობდა, რადგან ამაში დიდ სარგებელს ხედავდა. ნიურნბერგის სასამართლო პროცესების დროს რაიხსბანკის პრეზიდენტ ჰიალმარ შახტის ტყუიუბრალოდ არ შეუხსენებია თავისი ბრალმდებელებისთვის განსასჯელთა სკამიდან: “თუ თქვენ გსურთ, რომ ბრალი წაუყენოთ მრეწველებს, რომლებიც გერმანიას შეიარაღებაში ეხმარებოდნენ, ბრალის წაყენება თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის მოგიწევთ”.
ინტერესთა ერთობა და იდეოლოგიური სიახლოვე აშკარა გახდა 1941 წლის 22 ივნისის შემდეგაც. სსრკ-ზე თავდასხმამდე ომი ევროპაში თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა. ნაცისტურმა გერმანიამ რეგიონის სახელმწიფოთა უმეტესობა დაიმორჩილა. ზოგი მთლიანად გერმანულ სამეურნეო სისტემაში შევიდა, ზოგმა კი გარე დამოუკიდებლობა სრული მორჩილების სანაცვლოდ შეინარჩუნა. ევროპა მეომარი გერმანიის ეკონომიკური და შრომითი ბაზა გახდა. დამორჩილებული ქვეყნების რესურსები ახალი დაპყრობითი გეგმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა, რომლების მიზანიც საბჭოთა კავშირი გახდა. არ ღირს დავიწყება, რომ კავკასიისთვის ბრძოლაში, რეგულარული გერმანული ნაწილების გარდა, წითელი არმიის წინააღმდეგ რუმინელები და სლოვაკები იბრძოდნენ.
ამ კონტექსტში მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთის მორიგ დათვურ სამსახურად წარმოდგება. 1944 წლისთვის გერმანიის საბოლოო განადგურება მხოლოდ დროის საკითხი იყო, ამიტომ კავშირის ძალების ოპერაცია არ იყო სტრატეგიული ხასიათის. თუმცა მან დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გადაჭრა: ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპაში შესვლასა და უფლებას აძლევდა, თავისთვის გამარჯვებული ქვეყნების სტატუსი მიენიჭა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ამან ამერიკელებსა და ბრიტანელებს საშუალება მისცა, ევროპის ომის შემდგომ დაყოფაში მიეღოთ მონაწილეობა.
1998 წელს გაასაიდუმლოეს ოპერაცია “წარმოუდგენელი”-ს დოკუმენტები, რომლის არსებობასაც ლონდონი დიდი ხნის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა. გეგმის შემუშავებას პირადად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ხელმძღვანელობდა. მისი ჩანაფიქრის მიხედვით, გერმანიის კაპიტულაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გერმანიის ჯარებთან გაერთიანებულ მოკავშირეებს სსრკ-ის მიერ დაკავებული ტერიტორიების მასშტაბური იერიში უნდა დაეწყოთ. დასახულის რეალიზაციისგან ბრიტანელები მხოლოდ ბრძოლებში ნაწრთობი წითელი არმიის სამხედრო უპირატესობის წინაშე დასაბუთებულმა შიშმა შეაჩერა.
თავად ასეთი გეგმის არსებობა მოწმობს იმაზე, რომ დასავლურ ფაშიზმს 1945 წლის მაისში ნაცისტური გერმანიის განადგურებით საბოლოო და შეუქცევადი კრახი არ განუცდია. ამ მტკივნეულმა დამარცხებამ აიძულა იგი მიმალულიყო და ფარულად დაეწყო რუსეთზე დარტყმის მიზნით ახალი ტარანის შექმნა. XXI საუკუნეში ასეთი როლი უკრაინამ შეასრულა.
დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენებასაც ცდილობს. 2022 წლის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერმა ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთზე მეტი ზეწოლისკენ ღიად მოუწოდა. თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა არ აპირებს საზღვარგარეთული დირექტივების შესრულებას და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, ამგვარ რიტორიკას დასავლეთში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. „მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ჯორჯ ბუში ეწვია, რომელმაც მას პროდასავლური პოლიტიკის თავისუფლების შუქურა უწოდა. დღეს ქვეყანა სულ უფრო და უფრო შორდება დემოკრატიულ ღირებულებებს და აძლიერებს რუსეთთან კავშირებს“, – წერდა ბრიტანული პროპაგანდის რუპორი, ჟურნალი The Economist.
საზღვარგარეთული პარტნიორების უკმაყოფილების მიუხედავად, მმართველი “ქართული ოცნება” უარს ამბობს ქვეყნის რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმაზე, რადგან ამას უაზრო ავანტიურად მიიჩნევს. პირიქით, ოფიციალური თბილისი აძლიერებს სავაჭრო კავშირებს მოსკოვთან, რაც ქვეყნის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
საპირისპირო მაგალითია უკრაინა. ამ ქვეყნის რუსეთთან დაპირისპირების მთავარ არედ გადაქცევის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა ძალების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის, საკუთარ გადაწყვეტილებებში დაკარგული დამოუკიდებლობის დემონსტრირების მათთვის ასე საჭირო საბაბი მიიღო. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ევროპა ერთობლივად თამაშობს ფაშისტური რეჟიმის მხარეს და მოუწოდებს სისხლიანი ომის წარმართვას გამარჯვებამდე.
თავისი სარგებელი შეერთებულმა შტატებმაც მიიღო, რომლებმაც ევროპის ენერგეტიკული ბაზრები დაიკავა და წინანდელი უმსხვილესი მომწოდებელი – რუსეთის “გაზპრომი” – გვერდზე გაწია. უთუოდ, ამის გაკეთება ეკონომიკური მეთოდებით შეუძლებელი იყო – რუსეთიდან მილსადენი აირის ღირებულება ნებისმიერ თხევად ბუნებრივ აირზე გაცილებით დაბალია. მიუხედავად ამისა, გეოპოლიტიკამ ეკონომიკაზე უკეთ იმუშავა.
სიმბოლურია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონს უკრაინისთვის ლენდ-ლიზის შესახებ ხელი ზუსტად 9 მაისს მოაწერა, რამაც ხელი შეუწყო თავდაცვის საწარმოების კაპიტალიზაციას და გამოიწვია სამხედრო-სამრეწველო ლობის მწვავე მოწონება.
დღეს რუსეთი ერთპიროვნულად ებრძვის აღორძინებულ ნეონაციზმს, მაგრამ მას ნათლად ესმის და სახელმწიფო დონეზე რეგულარულად ადეკლარირებს, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს უკრაინა და მისი მოქალაქეები. დღეს მთავარი საფრთხე მოდის კოლექტიური დასავლეთიდან, რომელიც აგრძელებს ფაშიზმის, როგორც არასასურველთა წინააღმდეგ თავის მთავარ და საყვარელ იარაღად გამოყენებას.
კომენტარის დატოვება