ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

აუზს “ლაგუნა ვერეს” რესტავრაციას გაუკეთებენ

19 აგვისტო, 2023

თბილისის ცენტრში მდებარე ყოფილი სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე” აღდგენილი იქნება. კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტი”, რომელმაც აუზის ტერიტორია შეიძინა, გეგმავს, რესტავრაცია გაუკეთოს “ლაგუნას” საცურაო კომპლექსს და აღადგინოს მისი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქცია. შესაბამისი სამუშაოები დაიწყება საჭირო კვლევებისა და ნებართვების მიღების შემდეგ და დასრულდება მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად, რომელიც აშენდება გმირთა მოედანზე, ყოფილი აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის ტერიტორიაზე.

სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე” იყო პირველი წყლის სპორტული კომპლექსი კავკასიაში. იგი აშენდა 1965-დან 1978 წლების პერიოდში ქართველი არქიტექტორების შოთა ყავლაშვილის, გურამ აბულაძისა და რამაზ კიხაძის პროექტით, მოზაიკური ნახატები კი კოკა იგნატოვმა შექმნა. ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ოთხი საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი დახურულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.