ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ბაკურიანში პარკის რემონტი დასრულდა

18 ნოემბერი, 2023

სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკი დამთვალიერებლების წინაშე ახალი ფორმატით წარსდგა. მისი საერთო ფართობი 8 ჰექტარი დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა (3,8 მილიონი დოლარი).

დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღი შენდება, ასევე დასრულების ეტაპზეა პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში მიმდინარე პროექტები. შეგახსენებთ, რომ საქართველო ქალაქებისა და კურორტების განვითარების ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად ემზადება, რისთვისაც 1 მილიარდი ლარი (370 მილიონი დოლარი) დაიხარჯება. მასში შედის 11 ლოკაცია: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, მცხეთა, ბათუმი, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.