როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იუწყებეს, ბათუმის ახალი 14–კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის შემოვლითი გზის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დასკვნით ეტაპზეა. ობიექტის ჩაბარება მიმდინარე წელს იგეგმება.
უწყებაში დააზუსტეს, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 5-ვე გვირაბი ახლა გაჭრილია და 20 ხიდიდან 19 აშენებულია.
ახალი გზა, რომელიც ავტომობილების მძღოლებისთვის უკვე ამ წელს გახდება ხელმისაწვდომი, გადის მახინჯაურის, განთიადის, კაპრეშუმის, სალიბაურის, ფერიას, მახვილაურისა და ხელვაჩაურის სოფლებზე.
კომენტარის დატოვება