ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ეტლით მოფარიკავეები ევროპის სამეულში არიან

16 მარტი, 2024

პარიზში დასრულდა ეტლით ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრები სამეულში ტრიუმფალურად შევიდა. ჩვენმა გოგონებმა მოიპოვეს რაპირებით გუნდური შეჯიბრის ბრინჯაო. საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა ჩემპიონატის ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მოპოვება მოახერხეს. ვულოცავთ!

ქალთა გუნდმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში იტალიის უძლიერესი გუნდი ანგარიშით 45:32 დაამარცხა და კონტინენტის საუკეთესოთა სამეულში მოხვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.