აჭარაში გამოცხადდა ტენდერი ბათუმში ჭადრაკის სასახლის მშენებლობაზე. პირობების მიხედვით, შენობა უნდა იყოს ორსართულიანი, 600 კვადრატული მეტრის ორი დარბაზით ტურნირების ჩასატარებლად და ჭერის სიმაღლით არანაკლებ 4 მეტრისა. დარბაზების შიგნით უნდა აშენდეს სვეტები ჭადრაკის ფიგურების სახით.
სასახლე ჭადრაკის თემატიკაში უნდა იყოს გაფორმებული. მასში აუცილებელია სამედიცინო დახმარების პუნქტის, გასახდელების, ადმინისტრაციული შენობის, სასწავლო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის 20 მონაწილისთვის, 15 ორადგილიანი სასტუმრო ოთახისა და სპორტული მაღაზიის აღჭურვა. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს პარკინგი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად 26 ივნისამდე კომპანიებმა უნდა წარადგინონ დეტალური ინფორმაცია თანამედროვე სასახლის მშენებლობის შესახებ ხარჯების გათვალისწინებით.
კომენტარის დატოვება