ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უკანონო მოვაჭრეებისგან ჩამორთმეული საქონელი საქველმოქმედო საფუძველზე გადაეცემა ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარება სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ, თავშესაფრებში მცხოვრებ ან სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს. ამასთანავე, გაფორმდება გადაცემის ოფიციალური აქტი.
ამით დაკავდება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის ბულვარი, რომლებიც ქუჩის ვაჭრობის საკითხს აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუჩური ვაჭრობა მოითხოვს ხელისუფლებისგან სპეციალურ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველები დაჯარიმდებიან, ხოლო საქონელს ჩამოართმევენ.
კომენტარის დატოვება