25 და 26 ნოემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა“. წელს მთავარი ყურადღება აჭარულ სამზარეულოსა და ხალხურ ხელობაზე გაკეთდება. კულინარიულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება აჭარის ხუთივე რაიონის კერძები და მოწყობილი იქნება მასტერკლასები და კულინარიული კონკურსები. აჭარული ხელოსნობის სივრცე კი ცნობილი ქართველი ფლორისტის ზურაბ შევარდნაძის მიერ იქნება გაფორმებული.
ღონისძიების სტუმრებისთვის გამოვლენ ანსამბლები “შვიდკაცა”, “აფხაზეთი”, ჯგუფები “გორდელა”, “ბანი” და “მგზავრები”. ასევე ჩატარდება ქორეოგრაფიული და კულინარიული მასტერკლასები.
ფესტივალი “განდაგანა” იმართება 2015 წლიდან აჭარული სოფლების პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით.
კომენტარის დატოვება