ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

ბაზაძე ოლიმპიადაზე მიდის

31 მარტი, 2024

ფეხბურთელების გრანდიოზული წარმატებების ფონზე ნაკლებად სენსაციური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სანდრო ბაზაძის მიღწევა, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა და მთავარ სპორტულ შეჯიბრებებზე მესამედ მიდის საქართველოს წარმოსადგენად დაშნით ფარიკაობაში. ვუსურვებთ წარმატებებს!

სანდრო ბაზაძე დამაჯერებლად ლიდერობს მსოფლიო რეიტინგს 242 ქულით. ის არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიო თასის მრავალგზის მფლობელი. თუმცა ქართველი სპორტსმენისთვის ოლიმპიური თამაშები სულ წარუმატებლად სრულდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.