მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ, რომელიც ჩვენს ქვეყანას თბილისში მსოფლიო თასის ეტაპზე წარმოადგენდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ირანის ნაკრების წარმომადგენელთან ალი პაკდამანთან ანგარიშით 13:15 წააგო. ტურნირი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უნგრელმა არონ სილადიმ, მოიგო.
ტურნირს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის: იმის წყალობით, რომ მსოფლიო თასის ამ ეტაპის შეჯიბრებები ჩვენი სპორტსმენებისთვის საშინაო იყო, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ შეძლო, მონაწილეთა მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა – 16 ადამიანი – გამოეცხადებინა.
კომენტარის დატოვება