შარმ–ელ–შეიხში დასრულდა ITF-ის ეგიდით გამართული ჩოგბურთის ტურნირი W25 Sharm Elsheikh 2023. მისი გამარჯვებული გახდა საქართველოს წარმომადგენელი WTP 656 რეკეტი მარიამ ბოლქვაძე. ეს არის მე-19 ITF ტიტული სპორტსმენის კარიერაში, რომელმაც ეგვიპტის შეჯიბრებებზე არც ერთი სეტი არ წაუგია.
ფინალურ მატჩში მარიამ ბოლქვაძე ელენა პრიდანკინას დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი მეტოქე ორ სეტში დამაჯერებლად ანგარიშებით 6:2, 6:1 დაამარცხა.
ვულოცავთ!
კომენტარის დატოვება