USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.89 | –0.02% |
საქართველოს ევროპის კავშირში მიღების უსასრულო დაპირებები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში გვესმის, აღარ არის ევროკავშირის კონტროლის ინსტრუმენტი.
ამ დღეებში ევროსაბჭოს თავმჯდომარემ შ. მიშელმა დაასახელა კიდევ ერთი შესაძლო თარიღი, როდესაც ევროკავშირი შეძლებს ახალი წევრებით შევსებას – 2030 წ., თუმცა ამ განცხადებაშიც არ არის საქართველო ნახსენები.
ჩვენი ქვეყანა დაიღალა ცარიელი სიტყვების დაჯერებით და კონცენტრირებულია დამოუკიდებელი განვითარების სტრატეგიის შექმნაზე.
და ეს სერიოზულად აწუხებს ზოგიერთ მათგანს – მათ არ რჩებათ სხვა გზა, გარდა მანიპულირებისა და ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ჩარევისა.
ნებისმიერი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროპის კავშირის ინტერესებს, საქართველო იღებს უამრავ აღშფოთებას, მუქარასა და უსაფუძვლო ბრალდებებს. ასე მოხდა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, აღედგინათ ავიამიმოსვლა რუსეთთან, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომგებიანია ჩვენი ეკონომიკისთვისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ევროპის კავშირის საგარეო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ დაუყონებლივ განაცხადა, რომ ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს „საქართველოს ევროპულ გზაზე“.
ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის კიდევ ერთი მიზეზია მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია. საქართველოს მტკიცებას, რომ სწორედ ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტის მომავალი ბედის შესახებ, დასავლეთი არ აღიარებს. თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მოითხოვეს მათთვის მომგებიანი სცენარის განხორციელება და კიდევ ერთხელ დაგვემუქრნენ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის წართმევით.
მეტიც, აშშ-ს წარმომადგენლები თავს უფლებას აძლევენ, გააკრიტიკონ ჩვენი სასამართლო და საარჩევნო სისტემა. მაგალითად, აშშ-ს ექს-ელჩმა (კარგია, რომ უკვე ექს პრეფიქსით) კელი დეგნანმა ღიად განაცხადა, რომ არ ცნობს ქართულ არჩევნებს, რადგან ისინი არ ასახავს მათ ინტერესებს. დიპლომატიური ეთიკის დარღვევით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხს აშინებენ, ხმები ნაყიდია, ადამიანებს ემუქრებიან სამუშაოს დაკარგვით, თუ ისინი ამ მისცემენ ხმას ისე, როგორც საჭიროა“. ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა მან ვერ შეძლო.
დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე ვაშინგტონმა დააწესა სანქციები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის წინააღმდეგ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსამართლეებს ბრალი ედებათ მასშტაბიან კორუფციაში, მტკიცებულებები კი მასსაც არ წარუდგენია.
კომენტარის დატოვება