ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ახალი მონეტები “საქართველოს მეფეების” სერიიდან

31 აგვისტო, 2023

დღეიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ფარნავაზ მეფისა და ბაგრატ III-ისთვის მიძღვნილი მონეტების წინასწარი შეკვეთიგაყიდვა. ისინი გახდება “საქართველოს მეფეების” სერიის დასკვნითი მონეტები, რომლის გამოშვება 2022 წელს დაიწყო. თავისუფალ გაყიდვაში მონეტები 14 სექტემბრიდან გაჩნდება. 8,5-გრამიანი და ხუთი ლარის ნომინალური ღირებულების ოქროს მონეტის ფასი 1 470 ლარი იქნება, ხოლო 17გრამიანი და ხუთი ლარის ნომინალური ღირებულების ვერცხლისონეტის – 100 ლარი. თითოეული მეფისთვის ტირაჟი იყო 700 ოქროს და 4,5 ათასი ვერცხლის მონეტა.

მონეტაზე მეფე ბაგრატ III გამოსახულია ტაძრით ხელში, ხოლო კუთხეში თასია ამოტვიფრული, რომელიც დედასთან ერთად მეფემ ბედიის ტაძარს შესწირა.

ფარნავაზ მეფისთვის მიძღვნილი მონეტის ავერსზე მეფე გამოსახულია გრაგნილით, რომელზეც არის ძველი ქართული ანბანი შესრულებული წარწერები ჯემალ თუშურაშვილის ბარელიეფიდან და ჩანაწერი უძველესი ქართული მატიანედან “ქართლის ცხოვრება”: “მან შექმნა ქართული დამწერლობა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.