ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.14%

C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობა საქართველოში 99%-ს შეადგენს.

5 აგვისტო, 2023

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, C ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გავრცელება და რისკის ფაქტორები ქვეყანაში 67%-ით შემცირდა, რისი წყალობითაც საქართველო აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლაში წამყვან ქვეყანად იქცა. შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა, მის ფარგლებში მკურნალობა 99%-ით ეფექტური აღმოჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრას. C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ამოქმედებიდან მასში 83 183 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში დაავადების არსებობაზე 2,3 მილიონზე მეტ ზრდასრული მოქალაქე შემოწმდა, ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათას ადამიანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.