საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი ახალი მარკა. გამოშვებული ფილატელიური სიახლის შეძენა “საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში იქნება შესაძლებელი.
ახალი მარკა გახდება ნებისმიერი ფილატელიური კოლექციის ღირებული შევსება: სიახლის საერთო ტირაჟი 10 ათასი ეგზემპლარია. ამ ნამუშევრის ავტორი გახდა ბაადურ ქობლიანიძე.
მარკა გამოცემულია “საქართველოს ფოსტისა” და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.
კომენტარის დატოვება