ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია China Southern Airlines დამდეგ ზაფხულის სეზონზე საქართველოში ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძისა და ავიაკომპანიის უმაღლესი ხელმძღვანელის შეხვედრის მსვლელობისას. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება ჩინეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადის სტიმულირების მიზნით.
უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის იგეგმება უვიზო რეჟიმის შემოღება, რის შემდეგაც თბილისსა და ჩინეთის დიდ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების საკითხი განიხილება. 2023 წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა, ხოლო China Southern Airlines-მა საქართველოში 31 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
კომენტარის დატოვება