ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

ჩრდილოატლანტიკური უღელი: როგორ ასწავლა ალიანსმა ევროპას მორჩილება

4 აპრილი, 2023

2023 წლის აპრილს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი ნატო თავის 74 წლის იუბილეს აღნიშნავს. ცივი ომის დაწყების შემდეგ ორგანიზაციას უნდა დაეცვა დასავლეთი შესაძლო საბჭოთა აგრესიისგან. მთავარი როლი ამაში ჰქონდა აშშ-ს არმიას, რომელიც სამხედრო ბაზათა ქსელით მყარად გამაგრდა ევროპულ სახელმწიფოებში. სსრკ-ის დაშლით “წითელი საფრთხეც” გაქრა. მიუხედავად ამისა, ალიანსი არა მხოლოდ აგრძელებდა არსებობას – ის გახდა უფრო ფართო და მეომრული, ხოლო აშშ-ს გავლენამ ორგანიზაციაზე თავის პიკს მიაღწია. ვაშინგტონის უალტერნატივო დიქტატი აიძულებს ევროპას, დაემორჩილოს ამერიკულ ინტერესებს და უარი თქვას საკუთარი უსაფრთხოების სისტემის მოწყობის ნებისმიერ მცდელობებზე.

დასავლეთის ტვირთი

1944 წლის ადრეულ გაზაფხულს ნორმანდიაში მოკავშირეების გადმოსმამდე და ევროპის შუაგულში მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლების დაწყებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩებოდა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონსა და ლონდონს უკვე არ ეპარებოდა ეჭვი ნაცისტური გერმანიის კრახის გარდაუვალობაში და ომისშემდგომი მომავლის გეგმებს აწყობდა. მოკლე ფორმულირებაში “ინგლისისა და აშშ-ს ბედი სამყაროს მართვაა” ისინი ამომწურველად გამოხატა ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ პატონმა. მის აზრს ორი ქვეყნის მაღალი პოლიტიკური წრეებიც სრულად იზიარებდა.

მიუხედავად ამისა, ნაციზმზე გამარჯვებამ არ მოიტანა მოსალოდნელი შედეგი. ომით განადგურებულ და გაღატაკებულ ევროპულ ქვეყნებში სოციალისტურმა შეხედულებებმა დაიწყო შეღწევა. წითელი არმიის მიერ გათავისუფლებულ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებზე საბჭოთა კავშირის ზრდადი გავლენა იწვევდა ამერიკული და ბრიტანული ხელმძღვანელობების შიშსა და უკიდურეს გაღიზიანებას.

1946 წლის მარტს ამერიკულ ქალაქ ფულტონში ვესტმინსტერის კოლეჯის კათედრაზე გამოსვლისას იმ მომენტისთვის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი არ მალავდა თავის მღელვარებას. მან სინანულით დაადასტურა, რომ „ინგლისურენოვანი ხალხების ძმური ასოციაციისთვის“ გაჩნდა საფრთხის ახალი წყარო – მზარდი სსრკ.

“შტეტინიდან ბალტიისპირეთში ტრიესტემდე ადრიატიკაში, კონტინენტზე რკინის ფარდა ჩამოვიდა. ფარდის მეორე მხარეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი სახელმწიფოების ყველა დედაქალაქი – ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს ცნობილი ქალაქი და მათი რაიონების მოსახლეობა მოექცა, რასაც მე საბჭოთა სფეროს ვუწოდებ, ყველა მათგანი, ამა თუ იმ ფორმით, არა მხოლოდ საბჭოთა გავლენის ქვეშ, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვანი და მზარდი კონტროლის ქვეშ. კომუნისტური პარტიები, რომლებიც ძალიან მცირე იყო აღმოსავლეთი ევროპის ყველა ამ სახელმწიფოში, გამოზრდილი იყო მდგომარეობასა და ძალაუფლებამდე, რომლებიც ბევრად აღემატება მათ რაოდენობას, და ისინი ყველაფერში ტოტალიტარული კონტროლის მიღწევას ცდილობენ” – ამბობდა ჩერჩილი.

გამოცდილი პოლიტიკოსის შიში გამართლებული იყო. ევროპული ეკონომიკების აღორძინება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის მომხიბლავ გასაღების ბაზარს შექმნიდა. ამიტომ საჭირო იყო დასავლეთევროპული ქვეყნების სოციალისტურ ბანაკში გადასვლის თუნდაც მცირე ალბათობის გამორიცხვა.

ეკონომიკურ ზომებთან ერთად – მრავალმილიარდულ ამერიკულ კრედიტებთან უსიტყვო ლოიალობის სანაცვლოდ – ვაშინგტონი და ლონდონი ემზადებოდა თავისი ინტერესების სამხედრო გზითაც დასაცავად. საბჭოთა კავშირთან პირდაპირი შეჯახებისთვის საჭირო იყო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი. მის სათავეში დადგომა აშშ-ს უწევდა: მხოლოდ ამ ქვეყანას შეეძლო, თავისი ძალით სსრკ-ს შედარებოდა. თანაც ამერიკელებს ჰქონდათ ბირთვული იარაღი, რომლის გამანადგურებელი სიმძლავრე თავის თავზე იაპონიამ უკვე გამოსცადა.

ოკეანისიქითა დიქტატი

ახალი კავშირის გაფორმება 1949 წლის 4 აპრილს დასრულდა. მაშინ 12 ქვეყანამ (აშშ-მ, კანადამ, ისლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ლუქსემბურგმა, ნორვეგიამ, დანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ) ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას და შექმნა The North Atlantic Treaty Organisation, ან შემოკლებით ნატო.

ალიანსის არსებობის ოფიციალურად განცხადებული მიზნები წმინდა ჰუმანისტური იყო: მის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების კეთილდღეობის ამაღლება, მშვიდობისა და მეგობრობის საერთაშორისო ურთიერთობების შემწეობა, გლობალურ ეკონომიკურ პოლიტიკაში წინააღმდეგობათა მოშორება.

50-იანი წლების შუა ხანებში არასაჯარო მოტივები გამოაშკარავა უინსტონ ჩერჩილის ახლო თანამებრძოლემ და ნატო-ს პირველმა გენერალურმა მდივანმა ჰასტინგს ლიონელ ისმეიმ. მას ეკუთვნის ცნობილად გამხდარი ფორმულა „ევროპიდან საბჭოთა კავშირის გაძევება, აშშ-ს შემოშვება და გერმანიის ბეჭებზე დაგდება“.

საბჭოთა კავშირის დაშლით ყველა ეს მიზანი მიღწეული იქნა, თუმცა ალიანსმა განაგრძო გაძლიერება და გაფართოება: 1991 წლის შემდეგ მის შემადგენლობაში შევიდა 14 სახელმწიფო. საბოლოო ჯამში, ბლოკმა არა მხოლოდ შეამოკლა რუსეთთან დისტანცია, არამედ მის უშუალო საზღვრებს მიაღწია.

დღეს ნატო-ს შემადგენლობაში შედის 30 სახელმწიფო. ამასთანავე, მხოლოდ ორი ქვეყანა – აშშ და კანადა – მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველა დანარჩენი სახელმწიფო-მონაწილე მდებარეობს ევროპის ტერიტორიაზე.

ტრადიციულად ორგანიზაციის სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად აღემატება სამოქალაქოს. მოკავშირეების მიერ შეთანხმებული 2023 წლის სამოქალაქო ბიუჯეტი, დაახლოებით, 370 მლნ ევროს შეადგენს, ხოლო სამხედრო – 2 მლრდ ევროს. ძირითადი ფინანსური ვალდებულებები (დაახლოებით, 70%) აქვთ ამერიკელებს. ისინი აწარმოებენ შეიარაღების  მოცულობის უმრავლესობას და ყიდიან პარტნიორებს ნატო-დან.

კანონზომიერია, რომ სწორედ აშშ გამოდის ორგანიზაციის ძირითად გადამწყვეტ ძალად, მის “მუშტად”. 2022 წელს ევროპაში ამერიკულმა სამხედრო კონტინგენტმა ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს – 100 ათას ადამიანს – მიაღწია. ყველაზე მეტი ჯარი კონცენტრირებულია გერმანიასა  (36 ათასზე მეტი) და იტალიაში (12,6 ათასი).

სრული ფინანსირება და ალიანსში დომინირება შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს, არ შეიკავოს თავისი ამბიციები, წინ წაწიოს ევროპულ კონტინენტზე საკუთარი გარეპოლიტიკური დღის წესრიგი და არ გაუწიოს ანგარიში პარტნიორთა აზრს. ძლიერის უფლების გამოყენებით, ვაშინგტონმა დაიწყო თავის გეოპოლიტიკურ ავანტიურებში მოკავშირეთა რეგულარულად გარევა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ცივი ომის დასრულებამდე ნატო-ს სამხედრო ძალებს არც ერთ სამხედრო ოპერაციაში არ მიუღიათ მონაწილეობა. თუმცა 90-იანი წლების შუა ხანებიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

საერთაშორისო “მშვიდობისმყოფელი”

პირველად გლობალური არბიტრის როლში ალიანსი იუგოსლავიაში გამოვიდა. 1995 წლის აგვისტოს თანამედროვე ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს თანხმობის გარეშე ბლოკმა დაიწყო თავისი პირველი ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია “გააზრებული ძალა”.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოკავშირე ავიაცია დარტყმებს აყენებდა ბოსნიელი სერბების პოზიციებს. მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მოხდა 3 ათასზე მეტი გამოფრენა. რომელთა ნახევარზე მეტი (65%) აშშ-ს სამხედრო–საჰაერო ძალებზე მოვიდა. დაბომბვების მსვლელობისას ამერიკელი მფრინავები იყენებდნენ ურანის დაბალი შემცველობის საბრძოლო მასალებს. შედეგები დასავლეთი ბალკანეთის მაცხოვრებლებისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა – დღემდე რეგიონში ფიქსირდება ონკოლოგიური და აუტოიმუნური დაავადებების ანომალურად მაღალი რაოდენობა.

სერბების იძულებით, მიეღოთ ბოსნიური მოგვარების შემოთავაზებული გეგმა, ნატო-მ განაგრძო იუგოსლავიის სამოქალაქო ომში უშუალოდ ჩარევა. ამის კულმინაცია გახდა კამპანია „მოკავშირე ძალა“. მისი დაწყების ფორმალური მიზეზი გახდა ბელგრადის მიერ ალიანსის მოთხოვნების შეუსრულებლობა იუგოსლავიის ჯარების გამოყვანის შესახებ კოსოვოსა და მეტოხიას ავტონომიური ოლქებიდან, სადაც გამწვავდა კონფლიქტი სერბ და ალბანელ მოსახლეობას შორის.

1999 წლის 24 აპრილიდან დაბომბვების ქვეშ მოხვდა იუგოსლავიის მთელი ტერიტორია. ნატო-ს თვითმფრინავები აგდებდნენ მომბებს არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებზეც. ამის შედეგი გახდა 3-4 ათასი ადამიანის დაღუპვა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა. მიყენებული მატერიალური ზარალი, დაახლოებით, $100 მლრდ-ით ფასდება.

ორივე ოპერაცია იყო საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტობრივი აქტი, მაგრამ ამასთან ერთად მათ დამარწმუნებლად აჩვენა აშშ-სა და ალიანსიდან მისი პარტნიორების ქმედებების დაუსჯელობა.

2001 წლის ოქტომბერს ნატომ დაიწყო ერთდროულად ორი სამხედრო ოპერაციის ჩატარება ავღანეთში: „დახმარება არწივს“ და „აქტიური ქმედებები“. ორივეს შედეგი იყო შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5-ე მუხლის გამოყენება, რომელიც აცხადებდა, რომ „ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ერთი ან მეტი მონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც მთლიანობაში მათ წინააღმდეგ თავდასხმად“. ალიანსის სამხედრო კონტინგენტი შეყვანილი  იყო ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც 2014 წლამდე რჩებოდა. კონფლიქტის დროს დაიღუპა კოალიციის 3,5 ათასზე მეტი ჯარისკაცი, რომელთაგან ორი მესამედი ამერიკელი იყო. ამასთანავე, შეჭრის საწყისი მიზნები არ იქნა მიღწეულ.

ნატო-ს ბოლო მსხვილი სამხედრო ოპერაცია გახდა მისი ჩარევა ლიბიის სამოქალაქო ომში 2011 წლის მარტიდან ოქტომბრამდე. ინტერვენციის მიზნად ორგანიზაციამ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა დანიშნა, თუმცა ალიანსის ავიაცია რეგულარულად უტევდა ტრიპოლისა და ლიბიის სხვა ქალაქების სამოქალაქო ობიექტებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეფასებით, დაბომბვებმა 4 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დასავლეთის შემოჭრის შედეგი გახდა მუამარ კადაფის ლეგიტიმური მთავრობის დაცემა. 2011 წლის აგვისტოში მისმა ერთგულმა არმიამ უკან დაიხია ტრიპოლიდან, ოქტომბერში – სირტიდან. თავად კადაფიმ სცადა სირტის კოლონის შემადგენლობაში დატოვება, მაგრამ მას დარტყმა ნატო-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიაყენა, რის შემდეგაც მას თავს ადგილობრივი მებრძოლეები დაესხნენ. მათ შეიპყრეს კადაფი და სასტიკად გაუსწორდნენ.

ლიბიის განადგურების შემდეგ ალიანსმა აშშ-თი სათავეში ყურადღება მოსკოვს მიაქცია. 2016 წლის ივლისში ნატო-ს ვარშავას სამიტზე პირველად 1989 წლიდან რუსეთი  უსაფრთხოების ძირითად საფრთხედ იქნა აღიარებული, ხოლო მისი შეკავება ოფიციალურად გამოცხადდა ორგანიზაციის ახალ მისიად.

შიდა ოპოზიცია

დასავლური ბლოკის გადაწყვეტილებამ რუსეთთან კონფრონტაციის გზაზედადგომის შესახებ არ ჰპოვა მხარდაჭერა ზოგიერთ ცნობილ ევროპელპოლიტიკოსთა შორის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმაგერჰარდ შრედერმა ღიად გააფრთხილა თავისი კოლეგები, რომ ევროპამ უნდაგაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები, ხოლო მომავალში ნატო-ს სამხედროაქტივობის ნებისმიერმა ზრდამ შეიძლება, გამოიწვიოს საპასუხო ქმედებები. სამწუხაროდ, ეს სიტყვები გაგონილი არ იქნა.

შეერთებული შტატები, რომელიც შორს არის ევროპული რეგიონიდან, არ არისდაინტერესებული მდგომარეობის სტაბილიზაციასა და მოსკოვთანკეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაში. დაძაბულობის ახალი კერებისშექმნითა და ევროპელი მოკავშირეების რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებითშესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ფიქრის გარეშე, ვაშინგტონი იღებს აშკარაგეოპოლიტიკურ სარგებელს.

რა თქმა უნდა, საქმის ასეთი ვითარება არ შეიძლება, სამუდამოდ ნარჩუნდებოდეს. ევროპულ ქვეყნებს აქვთ ყველა საჭირო რესურსი და შესაძლებლობადამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ასაშენებლად. დღეს მათ აკლიათ მხოლოდპოლიტიკური ნება და სურვილი, თავი დააღწიონ ათწლეულების მანძილზეგამომუშავებულ ჩვევას აშშ-სთან იმ საკითხებზე დათანხმების შესახებ, რომლებიცგანსაზღვრავს კონტინენტის მომავალს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.