ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქართული სირცხვილი

20 აპრილი, 2023

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები “ბიზნესმენთა ძიებაში, რომლებიც $1 მლრდ-ის აფერის უკან დგანან”. მისი მთავარი ფიგურა გახდა დავით კეზერაშვილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი თანამზრახველები ევროპაში ქოლ-ცენტრების ქსელს იყენებდნენ. მისი დახმარებით ურეკავდნენ ევროპელ პენსიონერებს და სთავაზობდნენ მათი პირადი ფინანსური დანაზოგების არარსებულ პერსპექტიულ პროექტებში ჩადებას. ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაში ყვებიან კრიმინალური სქემის მსხვერპლები და კომპანიების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებულნი.

საფარისთვის შექმნილი იყო კომპანიების ჯგუფი Milton, რომელიც დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და აერთიანებდა 152-ზე მეტ პროდუქტის ბრენდს. მათ შორის არის Solo Capitals (თითქოს დაკავებულია კრიპტოვალუტით ვაჭრობით და დაფუძნებულია საქართველოში). ხოლო ერთი საინვესტიციო კომპანია ამ ჯგუფიდან აფინანსებდა ესპანურ საფეხბურთო კლუბს და რეკლამას მსხვილ გაზეთებში ათავსებდა, რითიც მომავალი კლიენტების ნდობა მოიპოვა.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, საერთო ჯამში, სქემამ თაღლითებს $1 მლრდ-ზე მეტი მოუტანა. ამასთანავე, Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის დაკავშირებულია ჯგუფთან. კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემაში ჩართვის კიდევ ერთი მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ის ფლობს საოფისე შენობას კიევში, სადაც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასეთ საჩოთირო სიტუაციაში პირველად არ აღმოჩენილა. მანამდე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 5 მლნ ევროს მითვისებისთვის მას დაუსწრებლად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ორი ​​სისხლის სამართლის საქმე განხილვის სტადიაზეა. მათი აღძვრის მიზეზი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და ბიზნესმენ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების გამოძალვა გახდა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ გამოძიებაში უაღრესად მნიშვნელოვანია არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხილება. BBC-ის წყალობით ქვეყნის მაცხოვრებლებმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გარეშეც გაარკვიეს, რომელი სახსრებით ფინანსდება “ნაციონალური მოძრაობა”, ოპოზიციური ტელეკომპანია “ფორმულა” და ასევე ახალგაზრდული მოძრაობები “სირცხვილია”, “წადი”, “გაბედე”, “შეცვალე”.

ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო კამპანიები, ლოგისტიკისა და საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. ახლა გასაგები ხდება, რა სახის ფინანსები იყო ეს. და ეს ნამდვილი მოჯადოებული წრეა: ერთ ქვეყანაში კრიმინალური გზით მოპოვებული სახსრები გამოიყენება მეორეში ახალი უკანონო ქმედებების ჩასადენად.

ყველაზე სამწუხარო ამ სიტუაციაში არის უბრალო ხალხის მიმნდობლობა, რომელიც საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და რომლებიც უფრო და უფრო ახლოსაა დანაშაულებრივთან. გასაგებია, რომ უკმაყოფილების საჯარო გამოხატვისთვის ბევრს შეიძლება, ჰქონდეს პირადი მიზეზი, ნაწილობრივ გამართლებული. მაგრამ დაეხმარებიან თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას პოლიტიკოსები, რომლებსაც თავად ევროპელები თვლიან დამნაშავეებად?

ფაქტობრივად, გამოსულ გამოძიებას გადაჰყავს “ნაციონალური მოძრაობა” არა მხოლოდ განდგომილთა, არამედ ნამდვილი დამნაშავეების თანრიგში და პირდაპირ მიანიშნებს, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე დახურული შლაგბაუმია.

ცალკე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი კვლავ მშვიდად ცხოვრობს თავის სახლში ლონდონში, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუწესებია პერსონალური სანქციები მის წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, აშშ და დიდი ბრიტანეთი ბევრად სწრაფად მოქმედებს, მაგრამ, რატომღაც, არა ამჯერად… საინტერესოა, რატომ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.