USD | 2.74 | 0.00% |
EUR | 2.97 | +0.04% |
ბოლო დროს დასავლეთმა გააძლიერა საქართველოზე ზეწოლა და მოითხოვა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის უსიტყვო მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და უკრაინის სრულმასშტაბიანი მხარდაჭერის გაწევის, მათ შორის, ჩვენთან არსებული სამხედრო პროდუქციის მიწოდების საკითხებზე.
ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არ ჩაიდინოს ეკონომიკური თვითმკვლელობა, რომლის უარყოფითი შედეგები აუცილებლად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის თითოეული მცოხვრების კეთილდღეობაზე, გახდა დასავლეთის მიერ ფსონების გაზრდის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევს.
მათ დაიწყეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისა და პროვოკაციების გამოყენება, რომელთა მიზანია ქვეყანაში ვითარების ნებისმიერი ხერხით შერყევა, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ მარტის აქციების მაგალითზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ. მაშინ თბილისის ცენტრალურ გამზირზე ხალხმა ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანებს, ხოლო თავად პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ.
ასე, 6 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯეიმს ო’ბრაიენმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთს საერთაშორისო სანქციების შემოვლაში ეხმარება. ამასთანავე, 27 ივნისს, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დროს, მან ვერ შეძლო თავისი სიტყვების დამტკიცება.
ევროპის კავშირი მხარს უჭერს აშშ-ს თავდასხმებს და ამცირებს საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის გზაზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის 2023 წლის ანგარიშგებაში „გამჭვირვალობა ომის დროს“, გამჭვირვალობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროპის კავშირის 15 წევრ ქვეყანასა და G7-ის 4 ქვეყანას, და ფინეთთან, შვედეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთ დონეზე იმყოფება. სახელმწიფოთა კეთილსინდისიერების ინდექსში ჩვენი ქვეყანა 114-დან 32-ე ადგილს იკავებ.
ქვეყანაზე ზეწოლას მხარს უჭერს უკრაინაც, რომელიც ცდილობს საკუთარი საკითხების გადაწყვეტას. ნებისმიერი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება მათი დასავლელი კურატორების შეხედულებებს, სანქციებით ისჯება. მაგალითად, ამას წინათ უკრაინამ მიხეილ სააკაშვილთან შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება უბრძანა. მანამდე კიევმა დააწესა სანქციები ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და ამით რეაგირება მოახდინა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე. ამასთანავე, უკრაინა არ შედის კონფლიქტში სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა რფ-სთან.
მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ გზას ადგას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ამიტომაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, როგორც ამას ოპოზიციონერები ითხოვდნენ“.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა პოზიცია აირჩიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან და მის მაცხოვრებლებთან. თბილისის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარედან ჩარევა მიუღებელია.
კომენტარის დატოვება