ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ჩვენი ფასეულობების დაცვა

11 აპრილი, 2024

საქართველოს პარლამენტში შეიტანეს ცვლილებები კონსტიტუციასა და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში. სავარაუდო ცვლილებები აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რომელიც ფართოდაა გავრცელებული დასავლეთში. გვჭირდება თუ არა ასეთი ახალშემონაღებები, ვარჩევთ ჩვენს სტატიაში.

მმართველი პარტია გეგმავს ორი კანონპროექტის ინიცირებას. პირველის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში გაჩნდება მესამე პუნქტი: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

მეორე კანონპროექტში შევა რვა პუნქტი, რომელიც დაადგენს ქალისა და მამაკაცის ქორწინების წესებს, შვილად აყვანის წესებს, სქესის შეცვლის, გეი აღლუმების ჩატარებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას.

სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ თემის წარმომადგენლები არა მხოლოდ თავისუფლად გრძნობენ თავს, არამედ ღიად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, აჰყავთ შვილად ბავშვები, ქორწინდებიან, აწყობენ „სიამაყის მარშებსა“ და ჩვეულებრივად არიან დამოკიდებულნი სქესის შეცვლის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი ადამიანია, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს, მათ შეუძლიათ, თავი დაცულად იგრძნონ. მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 2014 წელს მიღებული კანონის წყალობით, რომელიც კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.

თუმცა ასევე აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის უფლებების პატივისცემა, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ ფასეულობებსა და საფუძვლებს. მათთვის ეს დასავლური კულტურა მიუღებელია და მათ არ უნდათ, რომ მათი შვილები გახდნენ ლგბტ პროპაგანდის სამიზნე და, შედეგად, მოინდომონ სქესის შეცვლა ან ქართული ქორწილის გამართვა ერთსქესიან პარტნიორთან.

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა არ არღვევს სექსუალური უმცირესობების უფლებებს (ისინი იცედაც დაცული არიან კანონით), მაგრამ იცავს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას საკუთარი იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების დაკარგვისგან.

ეს დასტურდება დასავლური კომპანიების მიერ ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის მაცხოვრებლების 60% არის ლგბტ აღლუმების ჩატარების და ერთსქესიანთა ურთიერთობების საჯარო დემონსტრირების წინააღმდეგი.

უცნაურია, მაგრამ ოპოზიცია თავშეკავებით გამოეხმაურა ორი კანონპროექტის ამბავს. საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკოსები, რომლებიც უსიტყვოდ იმეორებდნენ დასავლეთის მიერ მომზადებულ თეზისებს, პაუზას აკეთებენ, რათა არ წავიდნენ ამომრჩეველთა უმრავლესობის წინააღმდეგ. ასე, უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ვერ გასცა ზუსტი პასუხი კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს საკანონმდებლო ინიციატივებს. „ჩვენ ხალხის პრობლემებზე ვართ ორიენტირებულები და არა მოგონილ პრობლემებზე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა. პოზიციის გამოხატვას არ ჩქარობენ სხვა ოპოზიციური პარტიის – „ლელო საქართველოსთვის“ – წარმომადგენლები.

ამ კანონპროექტების მიღება მოგვცემს ჩვენი ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნების საშუალებას და ასევე ჩვენი შვილების დაცვას დანერგილი ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც ხანდახან ახალგაზრდა თაობას გაუაზრებელი ქმედებებისკენ უბიძგებს, რომლებმაც შეიძლება, მათი ცხოვრება გაანადგუროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.