23 და 24 დეკემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წიგნის საახალწლო ფესტივალი. მასზე შესაძლებელი იქნება ბავშვთა და ზრდასრულთა სხვადასხვა წიგნების შეღავათიან ფასებში შეძენა.
ღონისძიების სტუმრებისთვის ასევე ორგანიზებული იქნება ლიტერატურული პროგრამა: შემოქმედებითი შეხვედრები, პრეზენტაციები და ახალი გამოცემების განხილვები.
თავიანთ პროდუქციას ფესტივალზე წარადგენენ სხვადასხვა გამომცემლები და ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ წიგნებს. ფესტივალის ორგანიზატორი იქნება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
კომენტარის დატოვება