ცნობილია, რომ ISUZU მარკის ახალი ავტობუსები მგზავრების გადაყვანას საქართველოს სამ რეგიონში იწყებს. ქვემო ქართლისთვის, მცხეთა-მთიანეთისთვისა და სამცხე-ჯავახეთისთვის შეძენილი იქნა თანამედროვე 8-მეტრიანი ტრანსპორტი, რომლის შესაძენად 53 მილიონი ლარი გამოიყო.
საქართველოში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და განვითარება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე ხაზზე 51 ახალი ავტობუსი გამოვა. საერთო ჯამში, 154 ასეთი ავტომანქანაა გათვალისწინებული, ავტოპარკი კი 90 ნაგვის მანქანით შეივსება, რომელთა გადანაწილებაც ქვეყნის რეგიონებში იგეგმება.
კომენტარის დატოვება