ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

წლის განმავლობაში საქართველოს მუზეუმებში, დაახლოებით, 1,7 მლნ ადამიანი იყო

25 ივნისი, 2023

საქსტატი მანაცემებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა და 1 688,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს უდრის. 2021 წელს ეს მაჩვენებელი უდრიდა 807,2 ათასს ადამიანს, ხოლო 2019 წელს – 309,9 ათასს ადამიანს. საშუალოდ 2022 წელს ერთ მუზეუმს 6,7 ათასი ექსკურსანტი ესტუმრა.

2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიმართა 95%-ით მეტი ექსკურსია – 39 110, და 59%-ით მეტი გამოფენა – 854.

სულ 2022 წელს საქართველოში მუშაობდა 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი, მათგან 98 მემორიალური მუზეუმია, 71 – ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 24 – ხელოვნების მუზეუმი, 13 – მუზეუმ-ნაკრძალი, ორი – ლიტერატურული მუზეუმი, და 44 – სხვადასხვა ტიპის მუზეუმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.