სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქსტატმა” განაცხადა, რომ საქართველოში იანვრის თვის წლიური ინფლაცია ნულოვანი აღმოჩნდა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტის ფასები – 4.3%-ით, სასტუმროების, კაფეების, რესტორნების – 5.9%-ით, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების – 3.5%-ით. ამასთანავე, ავეჯი, სახლის ჭურჭელი და სახლის მოვლა 4,3%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა – 3,3%-ით, პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები – 2,4%-ით.
წლის განმავლობაში პროდუქტებს შორის ფასების ზრდის ლიდერი გახდა ხილი და ყურძენი – 19,7%, ხორცი და ხორცეულობა – 6,1%, მინერალური, სასმელი წყალი, უალკოჰოლო სასმელები და წვენები – 2,9%; შაქარი, მურაბა და სხვა ტკბილეულობა – 2,7%. ყველაზე მეტად გაიაფდა ზეთი და ცხიმები – 15,9%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 11,3%-ით, პური და ურ-ფუნთუშეული – 9,0%-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 4,1%-ით.
კომენტარის დატოვება