USD | 2.72 | 0.00% |
EUR | 2.97 | –0.01% |
ბოლო დღეების მოვლენების გაანალიზებისას, რომლებსაც ქართული საზოგადოების დესტაბილიზაცია მოჰყვება, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება შევამჩნიოთ კოლექტიური დასავლეთის „დახმარება“ და მისი ღია სურვილი, უკარნახოს თავისი პირობები ჩვენს ქვეყანას.
აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. მათი მიზანი იგივე რჩება – ხელისუფლების შეცვლა. ეს აუცილებელი ზომაა, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს დასავლელი პარტნიორების აყოლაზე და ცდილობს დამოუკიდებლად აშენოს თავისი მომავალი, საკუთარი მაცხოვრებლების ინტერესებზე დაყრდნობით.
დასავლეთს არ მოსწონს ამგვარი ტაქტიკა. კერძოდ, კანონი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც განიხილებოდა ქვეყნის პარლამენტში, არ მოეწონა შეერთებულ შტატებს, რადგან მას შეეძლო სერიოზულად შეეზღუდა უცხოელი აგენტების გავლენა. დოკუმენტის მიღების საბოტაჟის მიზნით თბილისის ქუჩებში აქციები გაიმართა. მათი სპონსორი იყო ამერიკის საელჩო საქართველოში.
ინსტრუქტორები შეერთებული შტატებიდან ავარჯიშებდნენ ახალგაზრდულ ჯგუფებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ მენტორთაგან ერთ-ერთია ამერიკელი კრიზის მენეჯერი, სტრატეგიული კონსულტანტი, ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმსონ მარშალ კომინსი.
საქართველოს შიდა პროცესებზე დასავლური გავლენის კიდევ ერთი მაგალითია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მორიგი ზეპირი მოხსენების შემდეგ იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს დაევალა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესრულება. ცხადია, ამ დასკვნამდე პრეზიდენტი თავისით არ მისულა – ბოლოს და ბოლოს, მან შეიწყალა ადამიანი, რომელიც მანამდე მას შეურაცხყოფას აყენებდა და ევროპის რეზიდენტს უწოდებდა.
დასავლეთის მიზანი ადვილად იკითხება: შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სჭირდება გვარამია თავისუფლებაზე, რათა გააერთიანოს ოპოზიცია და ქვეყნის პოლიტიკაში შემოიყვანოს ახალი სახეები, რომლებიც მზად არიან, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, პირველ პლანზე წაწიონ თემები, რომელებიც მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის და ბრიუსელისთვის.
კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გადაწყვეტილებები უდაოა და ვინც მათ ნებას ეწინააღმდეგება, უნდა დაისაჯოს. ამგვარად, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის საქართველოში სექტემბრის ვიზიტის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება დაგეგმეს. ეს იმიტომ, რომ ოფიციალურ პირს არ მოეწონა ჩვენი პრემიერის განცხადება ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოში ყველაზე მეტად არ უყვართ უსამართლობა და ჩვენ არ გვაწყობს, რომ უკრაინას, რომელსაც ევროკავშირის არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს კი – არა.
ჩნდება პარადოქსული ვითარება: კოლექტიური დასავლეთი საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობს პოლიტიკურ დაძაბულობასა და პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში და შემდეგ ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები ცდილობენ წარმოაჩინონ ეს როგორც ქვეყნის მოუმზადებლობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, სადაც, როგორც ჩანს, ჩვენ საერთოდ არ გველიან.
კომენტარის დატოვება