რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა მუხნარის ტყის ტერიტორიაზე ქალაქ ქუთაისსა და ბაღდათს შორის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთების დასრულების შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემონტდა გზის სავალი ნაწილი, დაიგო ასფალტობეტონის ფენილი, მოეწყო ტროტუარები, ველობილიკი, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსების პარკინგი და დაყენდა გარე განათების სისტემა.
რადგან ეს გზა მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდე, ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ სტუმრებისთვისა და ტურისტებისთვისაც. ასევე ამ მონაკვეთიდან იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარა.
სარემონტო პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 8,6 მილიონი ლარი შეადგინა.
კომენტარის დატოვება