თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა პროგრამა “გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებისა და გამოკვლევების დაფინანსების” გაფართოების შესახებ. ახლა მედიკამენტებისა და გამოკვლევების 100%-იანი დაფინანსება გათვალისწინებულია დედაქალაქში დარეგისტრირებული 15-60 წლის ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის.
ყოველწლიურად თითოეული ბენეფიციარისთვის პროგრამით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 25 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება.
ადრე პროექტის ფარგლებში სრული დაფინანსება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებისთვის იყო გათვალისწინებული.
კომენტარის დატოვება