ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადაზე მიდის

26 სექტემბერი, 2023

სერბეთის ქალაქ ბელგრადში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ ჯილდომ ქართველ სპორტსმენს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური უზრუნველყო.

მაჭარაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მცირე ფინალში ჩვენმა სპორტსმენმა თურქი მეტოქე დაამარცხა.

ოლიმპიურ თამაშებზე  საფრანგეთის დედაქალაქში ასევე გაემგზავრება გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 125 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.