თბილისის მერიამ გამოაცხადა ახალი პროგრამის „სახსრების ენდოპროთეზირების” დაწყება, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაფინანსებას, რომლებსაც ესაჭიროებათ მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ხელოვნური იმპლანტების შეცვლა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ასეთი დახმარების არარსებობის შემთხვევაში.
განცხადების წარდგენა სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის ტიპის არჩევის შესახებ საჭიროა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში. პროგრამაში რეგისტრაციისთვის განმცხადებელს დასჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა – 100, ინვოისი და ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში რეგისტრაციის საბუთი.
კომენტარის დატოვება