თბილისში 5-დან 10 წლამდე ათასამდე ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ცურვის სპეციალურ კურსებს უფასოდ გავლას შეძლებს. პროფესიონალი მწვრთნელები ბავშვებთან 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ და შემდეგ შეარჩევენ პროგრამის მონაწილეებს, რომლებიც შეძლებენ, ისარგებლონ დამატებითი სპორტული მომზადებით.
მეცადინეობები “ლიდერსპორტ არენას” ახალ საცურაო აუზში ჩატარდება. პროექტის პარტნიორები გახდნენ კერძო ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომენტარის დატოვება