ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე

7 დეკემბერი, 2023

ყოველწლიურად 7 დეკემბერს მსოფლიოში აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში.

პირველი კომერციული სამგზავრო რეისი საქართველოში 100 წლის წინ შეასრულეს. თვითმფრინავმა Junkers F13-მა თბილისიდან მანგლისში ერთი მგზავრი გადაიყვანა. 1924 წლიდან რეისები თბილისი – ბაქო რეგულარული გახდა.

საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებლად ბესარიონ ქებურია ითვლება. პარიზში საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ მან მიიღო პილოტის ლიცენზია და ხელმძღვანელობდა პირველი აეროდრომების მშენებლობას თბილისში, ბაქოში, სოხუმსა და ბათუმში. მოგვიანებით ქებურიამ დაეხმარა საჰაერო მარშრუტების შემუშავებას ბაქო – თბილისი – სოხუმი – სოჭი – მოსკოვი, ბაქო – თბილისი – ქუთაისი – სოხუმი.

ქართული ავიაციის განვითარებაში მამაკაცებთან ერთად ქალბატონებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. პირველი პილოტი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ასევე ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.

დღეს სამოქალაქო ავიაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ასე, რუსეთთან პირდაპირი რეისების განახლებამ არა მხოლოდ ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის ტურისტული დარგის განვითარებას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან $3,251 მლრდ შეადგინა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – $767,4 მლნ), არამედ მისცა ჩვენს მოქალაქეებს გადაჯდომის გარეშე რუსეთის ქალაქებში თავიანთ ნათესავებსა და ახლობლებთან გამგზავრების საშუალება.

დღეს ფრენების გეოგრაფია რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის აგრძელებს გაფართოებას, რამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ავიაბილეთებზე.

დღეს საქართველოში მოხვედრა პირდაპირი თვითმფრინავით შეგიძლიათ რფ-ს სხვადასხვა ქალაქებიდან – მოსკოვიდან, ეკატერინბურგიდან, სოჭიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, მინერალნიე ვოდიდან, ჩელიაბინსკიდან და სამარადან.

მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას კოლექტიური დასავლეთი უკიდურესად მწვავედ აკრიტიკებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა: „ევროპის კავშირი მწუხვარებას გამოხატავს, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვა რფ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება“. ევროპის კავშირის ცალმხრივი პოზიცია ნათელია: საქართველოს კეთილდღეობა მას აინტერესებს, უფრო ნაკლებად, ვიდრე საკუთარი ინტერესები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.