ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

დედაქალაქში გაიხსნა მულტიმედიური გამოფენა

25 იანვარი, 2024

10 თებერვლამდე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში სასტუმრო სტამბაში ტარდება მულტიმედიური გამოფენაშეხვედრის ადგილი: მთები“. მასში წარმოდგენილია ცხრა ქართველი ფოტოგრაფისა და მხატვრის, ლიეტუველი მკვლევარის და ანთროპოლოგი დევის კენეპეს ნამუშევრები. გამოფენაზე შესვლა უფასოა.

ეს არის მხატვრული რეზიდენციის პროგრამის “შეხვედრის ადგილი: მთები”-ს დასკვნითი გამოფენა, რომელიც 2023 წელს, თბილისის ფოტოფესტივალის ინიციატივით, მთიან აჭარაში გაიმართა.

2023 წლის ზაფხულში გარდაცვლილი ახალგაზრდა ბათუმელი ფოტოგრაფის ანრი ტაბაღუას ხსოვნისთვის მიძღვნილი გამოფენა აჭარის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებსაც მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.