ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს ხელფასები გაეზრდებათ

15 მარტი, 2024

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებების პროექტი კანონში “სახელმწიფო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლესაც მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. 2025 წლის 1 იანვრიდან მთავრობის წევრებისა და მოადგილეების ხელფასები დაითვლება ახალი ფორმულით – საბაზისო ხელფასი გამრავლებული კოეფიციენტზე.

2024 წლის ბიუჯეტით დადგენილი სახელმწიფო მოსამსახურის საბაზისო ხელფასი 1 330 ლარია. პარლამენტის რიგითი წევრისთვის კოეფიციენტი იქნება 7, სპიკერისთვის – 8,5, პრემიერ-მინისტრისთვის – 10. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ხელფასი იქნება 13 300 ლარი, მინისტრებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურების – 11 305 ლარი, მინისტრის პირველი მოადგილეების – 9 975 ლარი, მოადგილეების – 9 642 ლარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.