ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენლებმა ქართველი მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი გასულ წელს კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელეს. ის ევროპის European Film Awards კინოფესტივალის ხუთ პრეტენდენტს შორის დასახელდა, რომელთა დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
წელს ევროპის კინოაკადემიის ჯილდოები 36-ედ გადაეცემა. ჩავლეიშვილი ნომინირებულია გამორჩეული ნამუშევრისთვის ფილმში “შაშვი, შაშვი მაყვალის”. ქართველი მსახიობის კონკურენტები იყვნენ ალმა პევსტი ფინეთიდან, მია მაკკენა-ბრიუსი ინგლისიდან და მსახიობები ლეონი ბენესი და სანდრა ჰულერი გერმანიიდან.
კომენტარის დატოვება