ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოში ბინების მისაღებად დევნილთა ოჯახების რეგისტრაცია იწყება

17 ნოემბერი, 2023

2025 წლის 1 თებერვლამდე თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში ახალ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მოპოვების მსურველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებმა იუსტიციის სახლებში შესაბამისი განაცხადები უნდა შეავსონ. თბილისში ბინების განმცხადებელი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის დევნილები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ დედაქალაქში 2013 წლის 1 ივნისამდე.

900 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. 7 ათასზე მეტი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს, დანარჩენი კი პროგრამის “სახლი სოფელში” ფარგლებში განთავსდება. ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 290 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი – ეს არის 92 ათასი ოჯახი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.