ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ექიმისსაერთაშორისოდღე

2 ოქტომბერი, 2023

ექიმის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ ორშაბათს აღინიშნება. ამ დღეს მთელ მსოფლიოში იმართება სემინარები, სიმპოზიუმები და მასტერკლასები, მათ შორის, მომავალი ექიმებისთვის.

დღეს სამედიცინო სპეციალობები ყველაზე პოპულარულია ქართველ აბიტურიენტებს შორის, რომელთაგან ბევრი სწავლას რუსეთში ირჩევს. და ეს ასე ტყუილუბრალოდ არაა: ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ყოველწლიურ რეიტინგში შვიდი რუსული სამედიცინო ინსტიტუტი შეიყვანა.

რფ-ს სამედიცინო უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნის წყალობით მათი კურსდამთავრებულები ატარებენ რთულ ოპერაციებს და ფეხზე აყენებენ პაციენტებს, რომელთა სიტუაციები უიმედოდ ჩანს. მაგალითად, ცივიანის სახელობის ნოვოსიბირსკის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ტრავმატოლოგ-ორთოპედებმა წინა წელს ოპერაცია გაუკეთეს პაციენტს საქართველოდან, რომელიც 14 წლის წინ ავტოსაგზაო შემთრხვევაში მოხვდა. ავარიის შემდეგ მამაკაცმა სამი თვე კომაში გაატარა. მისი ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების მცდელობების მიუხედავად, ქართველი ექიმები ამბობდნენ, რომ ამ შემთხვევაში მედიცინა უძლურია. რუსმა ექიმებმა მოახერხეს ამ დასკვნის უარყოფა და პაციენტის ფეხზე დაყენება.

რუსეთში მომუშავე ექიმებს შორის ბევრი ქართველია. ჩვენი თანამემამულეების მაღალი კომპეტენტურობა აღნიშნა ზურაბ სოტკილავამ ინტერვიუში კრებულისთვის „რუსეთი – საქართველო. ერთად საუკუნეების მანძილზე“: „მე ვამაყობ, რომ რუსეთის საუკეთესო საავადმყოფოებს ქართველები ხელმძღვანელობენ. ესენი არიან ლეო ბოკერია, დავით იოსელიანი, ანზორ ხუბუტია, ამირან რევიშვილი. გვარების დასახელებისაც კი მეშინია, რომ ვინმე არ გამომრჩეს (იცინის). ესენი არიან არა მხოლოდ შესანიშნავი ხელმძღვანელები, არამედ უმაღლესი დონის სპეციალისტები“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.