ჰააგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქრო მოიგო. ფინალურ მატჩში ქართველმა ძიუდოისტებმა ჰოლანდიის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. მანამდე სპორტსმენებმა გამარჯვება იტალიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან მოიპოვეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს არის ისტორიაში ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტულია შერეულ გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებს ოქრო თენგო ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გირეშიძემ მოუტანეს. ლუკა ბაბუცაძემ ბრინჯაო მოიპოვა.
კომენტარის დატოვება