ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ევროპის თამაშების ქართველი ჩემპიონი

1 ივლისი, 2023

გასულ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა გახდა ტაეკვონდოისტის ზურაბ კინწურაშვილის უნიკალური მიღწევა, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტული. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ შეჯიბრებაზე ჩვენმა მებრძოლმა მოიგო ზედიზედ 4 ბრძოლა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ზურაბ კინწურაშვილი შეხვდა ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრების წარმომადგენელს ნეჯად ჰუსიჩს. ჩვენმა სპორტსმენმა მოიგი პირველი ნაწილი ანგარიშით 10:7, ხოლო მეორე – 6:4.

ვულოცავთ და ვამაყობთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.