ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.81+0.05%
EUR2.92–0.37%

ევროპულ კლუბში პატარა კვარაცხელია გაჩნდა

20 ოქტომბერი, 2023

ევროპაში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მეგვარემ 8 წლის ანდრია კვარაცხელიამ კონტრაქტი ესპანურ საფეხბურთო კლუბ “ვალენსიასთან” გააფორმა. ანდრია მოხვდა “ვალენსიას” ახალგაზრდულ გუნდში მას შემდეგ, რაც გახდა ესპანეთის ტურნირის “2023 წლის კატიფას” საუკეთესო მოთამაშე. კლუბის ხელმძღვანელობამ ყურადღება ბიჭის ძმებსაც მიაქცია, რომლებიც ასევე არიან ფეხბურთით დაკავებულნი.
 
შეგახსენებთ, რომ ტოპ ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც ერთი წლის წინ ბათუმის “დინამოდან” ნეაპოლის “ნაპოლიში” გადავიდა. ხოლო პირველი ქართველი ესპანური კლუბის “ვალენსიას” შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში გახდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.