საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა შავი ზღვის ქართული აკვატორიის დაბინძურების გამო სამი უცხოური გემის დაჯარიმების შესახებ. თითოეული გემისთვის გადასახდელმა თანხამ 65 ათასი ლარი შეადგინა. მხოლოდ ამ თანხის ჩარიცხვის შემდეგ დამრღვევებმა შეძლეს მოგზაურობის გაგრძელება.
სამივე გემმა, რომლებმაც ზიანი მიაყენა შავი ზღვის აკვატორიის გარემოს, უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები.
კომენტარის დატოვება