USD | 2.84 | 0.00% |
EUR | 3.00 | –0.05% |
დღეს ქართველებს შეექმნათ არარეალური წარმოდგენა მომავალზე, რომელიც ევროკავშირში გველოდება. ბევრს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაცია ავტომატურად მოაგვარებს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და ჩვენ დავიწყებთ სიმდიდრეში ცურვას არაფრის კეთების გარეშე. თუ რა გველოდება სინამდვილეში, განვიხილავთ ჩვენს მასალაში.
ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც ევროპული სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებებს კვოტების, გრანტების, დახმარების განაწილების ან ჯარიმებისა და სანქციების დაწესებაზე, კავშირის წამყვანი ქვეყნებისა და მისი მთავარი პრატნიორის, აშშ-ს, ინტერესებიდან გამომდინარე.
აშკარაა, რომ ჩვენ მივისწრაფით იქით, საიდანაც გარბიან. დიდმა ბრიტანეთმა ვერ გაუძლო ევროპის კავშირის ძლიერ გავლენას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და ცოტა ხნის წინ დატოვა კავშირი. შესაძლოა, უნგრეთსაც სურს ევროპის კავშირის დატოვება, რომელმაც კიდევ ერთხელ მიიღო ნაკლები დაფინანსება ბიუჯეტიდან და ევროპის კავშირის ფონდებისგან. ქვეყანამ დაკარგა €20 მლრდ ევრო არალეგალური მიგრაციისა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდის შესახებ ევროპის კავშირისგან განსხვავებული პოზიციის გამო. როგორც ჩანს, ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ნიშნავს ეროვნული სუვერენიტეტის რეალურ დაკარგვას, რომლისკენაც ამდენი ხანი ვისწრაფვით.
ზეწოლას განიცდის არა მხოლოდ კავშირის წევრები, არამედ წევრობის კანდიდატებიც. სერბეთი დადგა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის წინაშე. ევროპის მხრიდან კრიტიკის მიზეზი 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გახდა, რომელშიც ალექსანდრე ვუჩიჩის კოალიციამ მიიღო მანდატების უმრავლესობა – ის მხარს უჭერს რუსეთთან და ჩინეთთან სახელმწიფოსთვის მომგებიანი ურთიერთობების განვითარებას.
სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ცხადია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო. ევროპის კავშირი რომ ქვეყნის ყოვლისმომცველ განვითარებას განიხილავდეს, საქართველო ამ სტატუსს დიდი ხნის წინ მიიღებდა, რადგან, ზოგიერთი მაჩვენებლით, უსწრებს ევროპის კავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. მაგალითად, 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 142-დან 58-ე ადგილი დაიკავა, წინ უსწრებს ყველა ქვეყანას, რომლებმაც უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ასევე ევროპის კავშირის ორ ქვეყანას (ბულგარეთსა და უნგრეთს) და ნატო-ს ხუთ ქვეყანას (მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უნგრეთს, ალბანეთსა და თურქეთს).
საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების ასეთი ხანგრძლივი პროცესის გასამართლებლად ჩვენს მთავრობას რეგულარულად ეძლევა „საშინაო დავალებები“, რომლის შესრულებაც თითქოს გზას გაგვიხსნის ნანატრი წევრობისკენ. მაგრამ ევროპის კავშირის ყველა სურვილის ასრულება შეუძლებელია, რადგან თავად ევროპა არის ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მთავარი სპონსორი, რომელიც აფინანსებს ხელისუფლების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის მოწინააღმდეგეებს. ასე, წინა წლის შემოდგომაზე საქართველოში მოეწყო ოპოზიციონერებისთვის საპროტესტო აქციების ჩატარებისა და კოორდინაციის ტრენინგი, ხოლო სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობის შესახებ.
ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე ჩვენს ჯიბეშია, მაგრამ მიღების პროცესი შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს. როგორც სხვა ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, სტატუსის მოპოვებიდან ევროპის კავშირში გაწევრიანებამდე გზას შეიძლება, მინიმუმ 5-7 წელი დასჭირდეს. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდება ევროპის კავშირის წევრი, ვიდრე თურქეთი, რომელიც ამას 24 წელია, ელოდება ჯერ კიდევ მოუგვარებელი კვიპროსის საკითხით.
მომავალში ჩახედვა შეუძლებელია, მაგრამ აწმყო ობიექტურად უნდა შევაფასოთ. საქართველოს არ ელოდებიან ევროპაში, ჩვენი მაცხოვრებლები არ ითვლებიან თანასწორად. წინა წლის განმავლობაში ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტა 4 365 ქართველის სამშობლოში დეპორტირება. ბევრი მათგანი, ვინც რჩება ევროპის კავშირში, ვერ პოულობს სამუშაოს და ვერ ადაპტირდება ევროპულ საზოგადოებასთან.
დასკვნა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საკუთარ გზას უნდა მიჰყვეს და არ მოტყუვდეს დასავლური პროვოკაციებით. ჩვენთვის ბუნებრივი პარტნიორები არიან გეოგრაფიული მეზობლები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს სტაბილური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები.
კომენტარის დატოვება