ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

გაიხსნა ირენა ოგანჯანოვას პერსონალური გამოფენა

15 ნოემბერი, 2023

დედაქალაქის Hermit space-ის გალერეა 17 ნოემბრამდე მასპინძლობს თბილისელი მხატვრის ირენა ოგანჯანოვას პერსონალურ გამოფენას „თბილისური სიზმრები“. ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ფანტასტიკაა მისი მშობლიური ქალაქის თემაზე და მხატვრის საკუთარი სტილის ხანგრძლივი ძიების შედეგია.

ირენა ოგანჯანოვა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, მისი ნამუშევრები არაერთხელ ყოფილა გამოფენილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მან შექმნა 20-ზე მეტი სპექტაკლი, როგორც დეკორატორმა, ასევე სცადა თავი სკულპტურაში და ფერწერის სხვადასხვა ტექნიკასა და სტილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.