სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემების თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში 3,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი დამუშავდა, რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია. საქართველოში ახლა ორი პორტია – ბათუმსა და ფოთში, ძირითადი ტვირთების ნაკადი ფოთზე გადის.
“საქსტატის” მონაცემებით, გენერალურმა ტვირთებმა 43,6% შეადგინა, თხევადმა ტვირთებმა – 29,5%, ნაყარმა ტვირთებმა – 26,9%. ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში 4 191 გემი შემოვიდა, რომლებიდანაც 32,9% იყო გენერალური სატვირთო გემები, 28,9% – საკონტეინერო გემები, 28,4% – სითხის გადამზიდავი, 9,8% – ნაყარი, სპეციალიზებული გემები და ბუქსირები. გემების უმეტესობა, რომლებიც პორტებში შემოდიან, თურქეთის, ლიბერიისა და პანამის დროშებით ცურავენ. გარდა ამისა, პორტებმა 5,9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 3,1%-ით მეტია.
კომენტარის დატოვება