ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

გამოცხადდა საგადასახადო ამნისტია

16 აპრილი, 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა 2021 წლის 1 იანვრამდე არსებული და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრული ჩამოწერის შესახებ ყველა ფიზიკური პირიდან მათზე დარიცხული ჯარიმების ჩათვლით. ამგვარად, საგადასახადო ამნისტია საქართველოს 145 ათასს მოქალაქეს შეეხო, ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება კი 590 მლნ ლარს შეადგენს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო დავალიანების მქონე მოქალაქეები ვერ აწარმოებენ ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო ამნისტია კი მათ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ნაწილი და დაეხმარონ ეკონომიკურ განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.