საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული კლუბის “მეცი”-ს დავდამსხმელი 23 წლის გიორგი მიქაუტაძე სეზონის შედეგებით ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა გაიტანა 23 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.
მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის საფეხბურთო კავშირის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ლეკალი, ჯოშ მაია და ნილს ნკუნკუ იყვნენ ნომინირებულნი. გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს. გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
კომენტარის დატოვება